პირი, რომელმაც მანავში სხვისი სახლიდან ტექნიკა მოიპარა, პოლიციამ დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული გ. მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.მ. საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში შევიდა და საოჯახო ტექნიკა მოიპარა, რითაც მოქალაქეს 1850 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3-ე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად