პირი, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით მამა და ბაბუა მოკლა, დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ 28 წლის გიორგი ოკინაშვილი დააკავა.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, ამ თემასთან დაკავშირებით უწყებაში მოგვიანებით გაკეთდება კომენტარი.

შეგახსენებთ, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში გავრცელებული ინფორმაციით, შვილმა მამა და ბაბუა  მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად