პირი, რომელმაც კახეთში გარემოს დაცვის სააგენტოს უფროსი დაჭრა, დაკავებულია

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ინციდენტის დროს, სადაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დაცვის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსი დაიჭრა, კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა.

“აიპრესის” ინფორმაციით, ბესიკ შუბითიძეს მდინარე ალაზნის მიმდებარედ გეგმიური შემოწნების დროს გასაბერ ნავში მყოფმა ორმა ნიღპიანმა ესროლა, რაზეც შუბითუძემ საპასუხო გასროლა გაანხორციელა.

შედეგად, ფეხის არეში დაზიანებნა მიიღო ერთმა პირმა, თუმცა მან თავდაპირველად მიმავლა მოახერხა. სავარაუდო დამნაშავე, რომელმაც ინციდენტის დროს დაზიანება ფეხის დაზიანება მიიღო, სამართალდამცვლებმა გვიან ღამით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. სასჯელი გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას 7დან 11წლამდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...