პირი, რომელმაც ანრი ოხანაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა, დაკავებულია

პარლამეტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორ “აიპრესს” შსს- ში განუცხადეს, პირი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ასევე, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს”.

გავრცელებული ინფორმაციით ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახის წევრებთან ერთად ვახშმობდა, სადაც თავდამსხმელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.

პიროვნება, რომელმაც ანრი ოხანაშვილს და მისი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ვახტანგ რობაქიძეა, რომელიც ამჟამად “ლელოს” აქტივისტი, 2019 წელს კი – ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო.

დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ამჟამად ბორჯომის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად