პილოტი, რომლის 260 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ბოლიდი ავარიაში მოჰყვა და აფეთქდა, სიკვდილს გადაურჩა (ვიდეო)

“ფორმულა 1”-ის ბაჰრეინის გრან პრი სამი ავარიით და აფეთქებით დასრულდა

ბაჰრეინის გრან პრის პირველ წრეზე საშინელი ავარია მოხდა. 260 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ფრანგი პილოტის, რომენ გროჟანის ბოლიდი ავარიაში მოხვდა, ფოლადის ღობეს შეჯახა და აფეთქდა. დაახლოებით 20-25 წამის შემდეგ გროჟანმა შეძლო ცეცხლმოდებული და ორადგადახსნილი ავტომობილის ერთ-ერთ ნაწილიდან უსაფრთხო ადგილზე გადმოსვლა და იგი ვერტმფრენით სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. წინასწარი ინფორმაციით გროჟანს რამდენიმე ნეკნი აქვს დაზიანებული. აფეთქების შედეგად მიღებული დამწვრობა მსუბუქი ხარისხისაა.





ავარიის გამო შეწყვეტილი რბოლა ერთსაათიანი შესვენების შემდეგ განახლდა და რამდენიმე წამში კანადელი ლენს სტროლის ბოლიდი ამოყირავდა. პოლოტმა შეძლო ამოყირავებული მანქწანიდან გამოსვლა.




რბოლის დასასრულს მექსიკელი სერხიო პერესის ბოლიდის ძრავი გამოვიდა მწობრიდან და ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
 
გრან პრის ბაჰრეინის ეტაპი ლუის ჰამილტონის გამარჯვებით დასრულდა. მან 95-ე გამარჯვება მოიპოვა კარიერის მანძილზე.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად