პილოტი, რომელიც პუტინს ფრენას ასწავლიდა, დაიღუპა

ზემსუბუქი ავიაციის გაერთიანებილი ფედერაციის თავმჯდომარე იგორ ნიკიტინი მოსკოვის ოლქში მოხდარი ავიაკატასროფის დროს დაიღუპა.

ტელეგრამ-არხ “112”-ის ინფორმაციით ნიკიტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ასწავლიდა დელტამფრენის მართვას

ტრანსპორტზე მოსკოვის რეგიონთშორისი საგამოძიებო სამმართველოს უფროსის უფროსი თანაშემწის ელენა მარკოვსკაიას თქმით, მომხდარი ფაქტის გარშემო მიმდინარეობს წინასაგამოძიებო შემოწმება, დგინდება ავარიის ყველა გარემოება. კატასტროფის შედეგად მიწაზე ნგრევა და მსხვერპლი არაა.

ვერტმფრენმა Robinson-მა მარცხი მოსკოვის ოლქის სოლნეჩნოგორსკის რაიონის სოფელ ბარსკოესთან დღეს, 14 ივლისს, განიცადა. კატასტროფის სედეგადორი ადამიანი დაიღუპა, მგზავრის ვინაობა დგინდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...