ფუტსალის ეროვნული ნაკრების მეორე ფრე ბელარუსთან

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის 2018 წლის მეინ რაუნდის მეორე შეხვედრა, ბელარუსის ნაკრებთან ფრედ – 1:1 დაასრულა და ორი ქულით ცხრილში მეორე ადგილს იკავებს.

მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმის განახლებისთანავე, ავთანდილ ასათიანის გუნდმა შტურმი მოაწყო ბელარუსთა კართან. თოდუას გამჭოლ გადაცემას რიკოშეტი მოჰყვა, რონინიომ კი, რომელიც ეროვნულ გუნდს ბელარუსთან შეხვედრაში დაუბრუნდა, ზუსტად ითამაშა, მოწინააღმდეგე გუნდის მეკარეს შანსი არ დაუტოვა და ანგარიში გახსნა.

ერთი წუთიც კი არ იყო გასული ამ ეპიზოდიდან. ბელარუსებმა ძალიან სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს და მათი გუნდის კაპიტანმა, ორ მცველს შორის, მაინც მოახერხა და წონასწორობა აღადგინა.

გაშვებულ გოლს არ დაუბნევია საქართველოს ნაკრები. ავთანდილ ასათიანის გუნდმა, ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შექმნა თუმცა მათი რეალიზება ვერ შეძლო.

ამ ჯგუფის მეორე ტურის პირველ შეხვედრაში, იტალიის ნაკრებმა ჰოლანდიას 2:4 მოუგო და 6 ქულით ჯგუფის ლიდერია. ფლეი ოფში მოსახვედრად, საქართველოს ნაკრებმა იტალიასთან მინიმუმ არ უნდა წააგოს, ჰოლანდიასა და ბელრუსს შორის შეხვედრა კი ფრედ უნდა დასრულდეს.

მეინ რაუნდის ბოლო მატჩს, საქართველოს ნაკრები 11 აპრილს ჩაატარებს. თამაში, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18:00 საათზე დაიწყება.

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატს, 2018 წლის იანვარში სლოვენია უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად