ფულადი პრიზები ქართველ ძიუდოისტებს: გურამ თუშიშვილი – 50 000 დოლარი; ვარლამ ლიპარტელიანი – 10000 დოლარი

ძიუდოს საერთაშორის ფედერაციის პრეზიდენტმა, რუმინელმა 2018 წლის შედეგებით რეიტინგში საუკეთესო 14 ძიუდოისტის ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვების შესახებ განაცხადა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია უკვე მესამე წელია, რაც მსოფლიო რეიტინგის ლიდერებს ფულად პრიზებს გადაცემს. გასული წლის შედეგების მიხედვით რეიტინგში ყველაზე წინ მყოფ ძიუდოისტებს, კაცებში გურამ თუშიშვილს (8102 ქულა) და ქალებში ფრანგ კლარის აგბენენუს (63 კგ, 8256 ქულა), თითოეულს 50 000 დოლარი გადაეცემათ.

2018 წლის ბოლოს მსოფლიო რეიტინგში სხვა დანარჩენ წონით კატეგორიებში პირველ ადგილზე მყოფი ძიუდოისტების საპრიზო ფონდი 120 000 დოლარი ერთად ანუ თითოეულზე 10 000 დოლარია.

2018 წლის ბოლოს რეიტინგში პირველ ადგილებზე იყვნენ და 10 000 დოლარით დაჯილდოვდებიან:

ქალები
48 კგ – დარინა ბილოდიდი (უკრაინა)
52 კგ – ამანდინ ბუშარი (საფრანგეთი)
57 კგ – იოშიდა ცუკასა (იაპონია)
70 კგ – არაი ჩიზურუ -(იაპონია)
78 კგ – გიუშე სტენჰიოისი (ნიდერლანდები)
+78 კგ – იდალის ორტიზი (კუბა)

კაცები
60 კგ – რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი)
66 კგ – აბე ჰიფუმი (იაპონია)
73 კგ – ჩანგრიმ ანი (კორეა)
81 კგ – საიდ მოლაი (ირანი)
90 კგ – ნიკოლოზ შერაზადაშვილი (ესპანეთი)
100 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი 

მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად