ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი: ვერ უძლებენ მასწავლებლები ახლანდელ ბავშვებს (ვიდეო)

“ბავშვს დაარქვეს ჰიპერაქტიული და მასწავლებელმა “ხელი დაიბანა”,-ამის შესახებ, ბავშვთა ფსიქოლოგმა და პედაგოგმა, შალვა ამონაშვილმა გადაცემა “სხვა მხარეში” განაცხადა, სადაც მოსწავლის და პედაგოგის ურთიერთობაზე ისაუბრა.

“ეს ინდიგო თაობა რას მოგვიტანს არ ვიცი. მათში ბევრი ნიჭია. ძალიან ბევრი ნიჭია. ქართველები ისედაც ნიჭიერები ვართო ვიძახით, მაგრამ რადენი ნიჭიც ახლა არის, არასოდეს საქართველოს და მსოფლიოს არ ჰქონია. მრავალმხრივი ნიჭი თანაც. ეს ბავშვები მოუსვენრები არიან. ნახეთ, ბავშვს დაარქვეს ჰიპერაქტიული და მასწავლებელმა ხელი დაიბანა. ჰიპერაქტიულია?! მაშინ ცუდია ბავშვი. წადი და მოუარე მშობელო, მერე გაგიზრდი.

მაგრამ, ბავშვი მართლაც აქტიურია, ჰიპერია თუ არა, ეს იმიტომ არის რომ მასწავლებელი არის ძალიან პასიური. პასიურ მასწავლებელს, რა თქმა უნდა, აქტიური ზედმეტად მოეჩვენება.

თვითონ მასწავლებელი უნდა იყოს აქტიური, შემოქმედი. ბავშვი მოვიდა ახალი, პედაგოგიკა დახვდა ძველი. რა უნდა მოხდეს? მიწისძვრა უნდა მოხდეს. დაანგრევს ბავშვი ამ პედაგოგიკას. ვერ უძლებენ მასწავლებლები ახლანდელ ბავშვებს. ღმერთმა დაგვიფაროს მაგრამ, კიდევ მოხდება ბევრი უბედურება, თუ მასწავლებელმა და სკოლის კოლექტივმა აზრები არ შეიცვალეს ბავშვის დამოკიდებულებაზე”,-ამბობს ფსიქოლოგი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად