ფსიქოლოგი: ბავშვები ალერსისა და ყურადღების დეფიციტს ძალიან განიცდიან

“სკოლაში ძალაობა არის, საშინაო დავალება აქ გაქვს?! დაგსჯიან, შინ ორიანს მიიტან?! დაგსჯიან, სატყვედურს გეტყვიან. საზოგადოება მაინც და მაინც არ გესიყვარულება…”-ამის შესახებ, ბავშვთა ფსიქოლოგმა და პედაგოგმა, შალვა ამონაშვილმა გადაცემა “სხვა მხარეში” განაცხადა, სადაც მან, მოსწავლის და პედაგოგის ურთიერთობაზე ისაუბრა.

კითხვაზე თუ რატომ იზრდებიან მოძალადე ადამიანები, ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი ამბობს:

” ბავშვი რასაც ხედავს, ბავშობიდან და დიდობაში, ისეთი ხდება. გარემო და აღზრდა, მიმართულებას აძლევს ბავშვის სულიერ ცხოვრებას. შეიძლება, ის სხვა განწყობით მოვიდა, იმიტომ რომ, როდესაც ბავშვი იბადება, თავისი მისია მოაქვს თან. ჩვენ ისეთი რაღაცეები დავახვედრეთ რომ საკუთარი დაკარგა და ჩვენზე გადმოვიდა. რაც დაინახა ის გააკეთა.

სკოლაში ძალაობა არის. საშინაო დავალება აქ გაქვს?! დაგსჯიან, შინ ორიანს მიიტან?! დაგსჯიან, საყვედურს გეტყვიან. საზოგადოება მაინც და მაინც არ გესიყვარულება…

ბავშვი ძალიან განიცდის დიდების ალერსისი დეფიციტს, ყურადღებას. ჩვენ თვითონ ვართ, კეთილმოსურნეობის, დამთობის, მიმტევებლობის ნიმუშები?! თუ ეს ნიმუშები არ დაინახა ბავშვმა ათას ჯერ, რომ ერთხელ თვითნ გამოავლინეს, არ ექნება ეს ხასიათი.

თუ დედას და მამას განა თუ ეყვარება შვილი? უნდა უყვარდეთ, ეყვარებათ კიდევ ღვთიური სიყვარულით, არა?! როცა დედა შვილისთვის დობილია და არა დედა, როცა მამამ ძმაა და არა მამა. ტყუილია ანდაზა, ბავშვი მტრობაში გაზარდე და მოყვრულად გამოგადეგაო. მიჩვენეთ ბავშვი, რომელიც მტრულად გაიზარდა და მოყვრად გამოდგა”,-ამბობს ფსიქოლოგი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად