ფსიქოლოგი: აგრესიული პოლიტიკური გარემო გავლენას ყველაზე ახდენს, ზოგისთვის მისაბაძია, ზოგისთვის პირიქით

აგრესიული პოლიტიკური გარემო გავლენას ყველაზე ახდენს, ზოგისთვის მისაბაძია, ზოგისთვის პირიქით, – ასე პასუხობს ფსიქოლოგი დიმიტრი ნადირაშვილი “აიპრესის” კითხვას იმაზე, რომ არ ახდენს ახალგარდების ქცევაზე გავლენას პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკა თუ ქმედებები.

„მაგრამ მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ როგორ აფასებს. ზოგიერთისთვის მისაბაძი ხდება, ზოგიერთისთვის პირიქით და ისინი ასეთ რეაქციას მიიჩნევს მისთვის მიუღებლად და იდენტიფიკაციას არ ახდენს და მიბაძვას არ ახორციელებენ. ასე, რომ ერთმნიშვნელოვანი არ არის. ვისაც მოსწონს, წარმატებულად მიაჩნია, ხოლო ვინც მიიჩნევს, რომ ეს ნეგატიური მოვლენაა, ისინი არ ბაძავენ არც ინფორმაციის წყაროს და არც პიროვნებას.

კი, ეს მეტწილად დამოკიდებულია მენტალიტეტზე და იმაზე რამდენად წარმატებულად მიაჩნიათ და რამდენად მისაღებად, ვინც აღიქვამენ ასეთ ქცევას. ზოგიერთს შესაძლოა მისაბაძად მიაჩნდეს, ზოგიერთს პირიქით. ვიცნობ ბევრს, რომლებსაც პირიქით განზიდვა აქვს და უარყოფითი რეაქცია ასეთ ადამიანებზე და მათ სხვაგვარი ქცევები მიაჩნიათ სწორად. ანუ, აგრესიული გარემო ერთმნიშვნელოვნად აგრესიულ ადამიანებს არ აყალიბებს და შესაძლოა საწინააღმდეგო ეფექტს ქმნიდეს და ეს ასე მარტივად არ არის“, – გვითხრა ფსიქოლოგმა.

შეგახსენებთ, საზოგადოებაში მსჯელობენ იმაზე, რა იწვევს ახალგაზრდებში აგრესიის ჩამოყალიბებას. „აიპრესი“ დაინტერესდა, ხომ არ არის ამ აგრესიის ერთ-ერთი მაგალითი პოლიტიკოსებს შორის აგრესიული დამოკიდებულება, მაშინ როდესაც საინფორმაციო ველი გაჯერებულია პოლიტიკით და ხომ არ ხდება მაპროვოცირებელი ახალგაზრდებში დამოკიდებულება, რომ თუ ზრდილობიანი და წყნარი ხარ დაიჩაგრები. საილუსტრაციოდ მხოლოდ რამდენიმე მაგალითს გავიხსენებთ. ამ თემაზე “აიპრესმა” სტატია მოამზადა, რომელშიც ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი დიმიტრი ნადირაშვილიც არის.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად