ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების მონიტორინგის შესახებ შეხვედრა გაიმართა

ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც განიხილეს ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების მონიტორინგის მიმდინარე წლის 6 თვის შედეგები და სტრატეგიული მიმართულებები. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს

შეხვედრა გახსნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელმა ირმა ხაბაზმა.

შეხვედრაზე განიხილეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარული მომსახურების ხარისხის და ადამიანის უფლებების მონიტორინგის შედეგები, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მოსარგებლეთა შეფასების წინასწარი მონაცემები, ბავშვთა და მოზარდთა სერვისების და ასევე 2020-2025 წლის ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიული გეგმის ძირითადი პრიორიტეტები, შეხვედრას ესწრებოდნენ ფსიქიატრიის დარგის სპეციალისტები და ჯანდაცვის ქართველი და უცხოელი ექსპერტები.

პროექტი განხორციელდა ფონდის „ღია საზოგადოება საქართველო“ ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...