ფსიქიატრი: აკეთეთ ის, რაც კმაყოფილებას განიჭებთ, თუ შფოთვა დიდი დოზით გექნებათ, მიმართეთ სპეციალისტს

კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისის ფონზე ადამიანებს სახლში ყოფნა და ერთმანეთთან დისტანცირება უწევს, რაც ზოგჯერ სტრესისა და შფოთის საფუძველიც კი ხდება.

ხომ არ არის რისკი, რომ ეს ფსიქოზში გადაიზარდოს და რა უნდა გავაკეთოთ ამ ყოველივეს პრევენციისთვის? – ამ კითხვებით მიმართა “აიპრესმა” სტრესის მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის დამფუძნებელს, ფსიქიატრ გუგა სიხარულძეს, რომელიც ამბობს:

“ადამიანებმა უნდა გააკეთონ რაღაც ისეთი, რაც მათ ინტერესებს დააკმაყოფილებს. რა იქნება ამას ვერ ვიტყვი, რადგან ეს არის ინდივიდუალური, იმისდა მიხედვით თუ ვის რა მოსწონს და ვის რისი ინტერესი აქვს. ის თუ რა მოახდენს კონკრეტული პიროვნების კმაყოფილებას, რათა ამ პირობებში თავს არ გრძნობდეს იზოლირებულად. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს წიგნის კითხვა, ვიღაცისთვის ტელევიზორის ყურება, მუსიკის მოსმენა და ა. შ.

შფოთს, რაც შეეხება თუ ის აქვთ ადამიანებს, იმის გაკონტროლება არ არის შესაძლებელი. თუ შფოთვა ხდება მაღალი დოზით, უნდა მიმართონ სპეციალისტებს, რომელიც დაეხმარება, რომ შფოთს გაუმკლავდეს. თუ იქნება საჭიროება დახმარების მისაღებად, რომ ან იმკურნალოს ან ფსიქოლოგიური დახმარება მიიღოს კაგია თუ არა და ის მეთოდი, რაც მე გითხარით, რომ ადამიანებმა აკეთონ ის საქმე, რაც მათ ინტერესებშია. ყველაზე რეალური რჩევა ეს არის, რომ ვაკეთოთ ის, რაც გვანიჭებს კმაყოფილებას”, – აცხადებს ფსიქიატრი.

კითხვაზე, იმის რისკი ხომ არ არის, რომ სოციალური დისტანცირებით გამოწვეული სტრესი არ გადაიზარდოს ფსიქოზში, პასუხობს:

“ეს არ გადადის ფსიქოზში. ფსიქოზი არის სპეციფიური დაავადება, რომელშიც არანაირი იზოლაცია და სტრესი არ გადადის. ფსიქოზი არის სხვა ტიპის პრობლემა”, – განაცხადა გუგა სიხარულიძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად