ფშავლის ტყეში 10 ჰექტრამდე ფართობი დაიწვა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 10 ჰექტრამდე ფართობი დაიწვა.

ფშაველი- ლეჩურის თემში მერის წარმომადგენელის ვალერი აბრამიშვილის ინფორმაციით, ცეცხლი დღის მეორე ნახევარში თავდაპირველად ხმელ ბალახს გაუჩნდა, მოგვიანებით კი ტყის მასივზე გაცრცელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტავენ, რომ ცეცხლის ღია კერა ამ ეტაპზე აღარ ფიქსირდება,თუმცა უსაფრთხოების მიზნით ადგილზე 20-მდე მეხანძრე -მაშველი რჩება, რომლებიც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს გააგრძელებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად