ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები განახლდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები განახლდა. ადგილზე მობილიზებულია 4 ერთეული ტექნიკა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დაიწყო და 05 მაისს, ზვავის ჩამოწოლოს გამო დროებით შეჩერებული იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად