ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო .

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის სათემოს ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, ინტერნეტი მიეწოდება 76 სოფელს, 500 -მდე ოჯახს, 1300 -მდე მოსახლეს და 5 სკოლა ინტერნატს.

ინტერნეტიზაციის გარდა, აიპი ტექნოლოგიის საფუძველზე მოხდება ამ რეგიონების ტელეფონიზაციაც.

ინტერნეტიზაციის პროექტთან დაკავშირებით 250 000 ლარამდე თანხა გამოიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამასთანავე თანამონაწილეობის გრანტის ფარგლებში საერთაშორისო ინტერნეტ ასოციაციამ გამოყო 25 000 დოლარი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად