“ფრონტერა რისორსიზ” ზრდის გაზის პოტენციალს საქართველოს ოპერაციებიდან

NULL

“ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშნმა”, ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანიამ 2015 წლის 8 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე ძებნა-ძიების ოპერაციების შედეგად მიღწეულ გაზის რესურსების მნიშვნელოვან მატებაზე.

კომპანიამ ახლახანს გააკეთა განცხადება აღმოსავლეთ საქართველოში ბუნებრივი გაზის ძებნა-ძიების დარგში წინ გადადგმულ ნაბიჯებზე მწარეხევის გაზის კომლექსისა და ტარიბანის გაზის კომპლექსის ერთ ინტეგრირებულ 2.000 კვადრატული კილომეტრის ფართობის გეოლოგიურ ერთეულში გაერთიანებით, რომელსაც სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსი ეწოდა. აღნიშნული გაერთიანებული ფართობისთვის ადრე დაანგარიშებული გაზის რესურსების გარდა, ფრონტერას ამჟამინდელი საქმიანობის შედეგად მოხდა გაზის საწყისი რესურსების გადაანგარიშება, რომლის შედეგადაც 300-5000 მეტრის ინტერვალში აღმოჩენილ სამიზნე კოლექტორებში იგი 135 ტრილიონ კუბურ ფუტს (3.8 ტრილიონ კუბურ მეტრს) შეადგენს. ამჟამად მიმდინარეობს “ფრონტერას” ახალი შიდა გამოთვლების დამოუკიდებელი შეფასება.

მიმდინარე წლის აპრილის თვეში, ფრონტერამ გამოაქვეყნა დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომპანია Netherland, Sewell & Associates-ის ანგარიში, რომელიც ადასტურებს მწარეხევის გაზის კომპლექსსა და ტარიბანის გაზის კომპლექსზე 12.9 ტრილიონი კუბური ფუტის (365 მილიარდი კუბური მეტრის) გაერთიანებული პერსპექტული ბუნებრივი გაზის რესურსებს, მათ შორის 9.4 ტრილიონ კუბურ ფუტ (266 მილიარდი კუბური მეტრი) ამოსაღებ პერსპექტული გაზის რესურსებს.

აღნიშნულ შეფასებას მოყვა ინტენსიური გეოლოგიურ-გეოფიზიკური კვლევები მწარეხევის გაზის კომპლექსის და ტარიბანის გაზის კომპლექსის ფართობებზე, ვინაიდან კომპანია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფართობები ერთიანი გეოლოგიური კომპლექსის ნაწილებს წარმოადგენს. შედეგად, მიმდინარე საძიებო სამუშაოებმა აჩვენა გაზის რესურსების მნიშვნელოვანი ინტეგრირებული პოტენციალი, რომელიც ბევრად აღემატება ადრე დაანგარიშებულ რესურსებს.

2014 წელს “ფრონტერას” მიერ 14 კილომეტრიანი შემკრები, გადამამუშავებელი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ამოქმედებას მოყვა კომპანიის მიერ მიმდინარე ბურღვითი ოპერაციებიდან გაზის წარმოების ოპერაციების დაწყება. გასული წლის აპრილში აღმოსავლეთ საქართველოში გაზის წარმოების ოპერაციების დაწყების შემდეგ, ფრონტერამ წარმატებით აღნიშნა გაზის წარმოების მეთვრამეტე თვე. საქართველოში პირველად განხორციელდა არათანმხლები გაზის უწყვეტი მიწოდება საქართველოს შიდა ბაზარზე არსებული მომხმარებელთათვის. სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის ინტენსიურ ტექნიკურ ანალიზთან ერთად, აღნიშნულმა სამუშაოებმა გახსნეს ახალი ისტორიული თავი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში, აგრეთვე, მის საზღვრებს გარეთ ბაზრებზე ბუნებრივი გაზის მიწოდებაში.

“ფრონტერა” განაგრძობს კომერციულობის საშუალებების შეფასებას, ზრდის და აფართოებს სამუშაოების მასშტაბებს, რათა მიაწოდოს ეს რესურსები არა მარტო საქართველოს შიდა ბაზარს, არამედ მეზობელ ბაზრებს თურქეთსა და ევროპაში. ამ კონტექსტში, ივლისის თვეში, ფრონტერამ გააფორმა ურთიერთგაგების სტრატეგიული მემორანდუმი უკრაინის ეროვნულ ენერგეტიკულ კომპანია “ნავთოგაზთან”. ამჟამად, მიმდინარეობს წინასაპროექტო საინჟინრო კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს ფრონტერას მიერ წარმოებული ოპერაციების შედეგად უკრაინისთვის თხევადი ბუნებრივი გაზის მიწოდების შესაძლებლობის დადგენას. მსგავსი კვლევები მიმდინარეობს შავი ზღვის სხვა ბაზრებთან და შესაძლო რეგიონალური მილსადენების მარშრუტებთან მიმართებაში.

სთივ ს. ნიკანდროსმა, ფრონტერას დირეტქტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და მთავარი აღმასრულებელმა ოფიცრმა განაცხადა: “საქართველოში ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგად მოხდა სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის, როგორც მსოფლიო კლასის გაზის კომპლექსის გამოვლენა. შეერთებულ შტატებში არსებული ანალოგიური გაზის კომპლექსის ევოლუციის მსაგავსად, რომელმაც შეცვალა აშშ-ს ენერგოდამოუკიდებლობის ტრაექტორია, ჩვენი შედეგებიც გვიჩვენებენ, რომ საქართველოსაც გააჩნია ბუნებრივი გაზის საკმარისი რესურსები, რათა მსგავსი გზით იმოძრაოს. მიგვაჩნია, რომ ფრონტერას საქმიანობა ხელს შეუწყობს საქართველოს შიდა ენერგოდამოუკიდებლობას მომავალში და ასევე გახდის ქვეყანას გაზის სტრატეგიულ მომწოდებლად თურქეთის და ევროპის სამომხმარებლო ბაზრებზე”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...