„ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ ყოფილი თანამშრომლები, დედოფლისწყაროში, ამ წუთებში მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ

ნავთობმომპოვებელი კომპანია ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” ყოფილი თანამშრომლები, დედოფლისწყაროში, ამ წუთებში მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების თქმით, კომპანიას ამოღებული ნავთობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გატანის უფლებას არ მისცემენ, რადგან მათ შეთანხმება დაარღვიეს და პროდუქტის რეალიზების შემდეგ დავალიანების დაფარვაზე კვლავ უარს ამბობენ. ნავთობბაზასთან შეკრებილები სახელფასო დავალიანებების გასტუმრებას და უსამართლოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას ორ წელზე მეტია უშედეგოდ ითხოვენ. კომპანიის მენეჯერის გიორგი ჯანიაშვილის ინფორმაციით, “ფრონტერას” ხელმძღვანელობა მზად არის ყოფილ თანამშრომლებს შეხვდეს და არსებული საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან განიხილოს. აქციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ მათთან კონტაქტზე ამ დრომდე არავინ გამოსულა. ცნობისათვის, “ფრონტერას” წინააღმდეგ  დავა სახელმწიფომ საერთაშორისო არბიტრაჟში მოუგო .კომპანია “ფრონტერას” 11-თვიანი დავალიანება 84 თანამშრომლის მიმართ, ჯამში მილიონამდე ლარი აქვს. კუთვნილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით ყოფილმა თანამშრომლებმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს გასულ წელს მიმართეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად