ფრიდონ ინჯია: სახალხო დამცველი ამ შემთხვევაში, დესტრუქციული ოპოზიციის მხარეა, ექიმების უმრავლესობა არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი, თუ წევრი არა

როგორც მე გადავხედე და ვნახე ექიმთა ჯგუფის შემადგენლობა, ექიმების უმრავლესობა არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი, თუ წევრი არა” – ასე გამოეხმაურა “ევროპელი სოციალისტების” დეპუტატი ფრიდონ ინჯია მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის შექმნას.

როგორც ფრიდონ ინჯია ამბობს, ექიმთა ჯგუფის შემადგენლობაში უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივია.

„სახალხო დამცველი ამ შემთხვევაში, დესტრუქციული ოპოზიციის მხარეა. როგორც მე გადავხედე და ვნახე ექიმთა ჯგუფის შემადგენლობა, ექიმების უმრავლესობა არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი, თუ წევრი არა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა. ექიმთა ჯგუფმა გუშინ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.

კომენტარები
იტვირთება...