ფრიდონ ინჯია: თუ სააკაშვილს უნდა, რაიმე დასკვნა გააკეთოს, მაშინ საქართველოში ჩამოვიდეს, როგორც ნავალნი ჩავიდა მოსკოვში

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და თუ მიხეილ სააკაშვილს უნდა, რაიმე დასკვნა გააკეთოს, მაშინ საქართველოში ჩამოვიდეს ისე, როგორც ნავალნი ჩავიდა მოსკოვში”.

ამის შესახებ “ევროპელი სოციალისტების” ლიდერმა, დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თავის დროზე, ნავალნი საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდა იმას, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია.

„ვერ გეტყვით, ოპოზიციონერის დაკავება რამდენად სამართლიანი იყო და რა მასალა იყო, რომ დაეკავებინათ. მიუხედავად იმისა, რომ მან ეს იცოდა, მოსკოვში ჩავიდა“, – განაცხადა ფრდონ ინჯიამ.

17 იანვარს, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს.

რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ალექსეი ნავალნი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევისთვის არის დაკავებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად