ფრაქცია “ნაცმოძრაობა” 20 ივნისის ღამის მოვლენებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” 20 ივნისის ღამის მოვლენებზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ოპოზიციის წევრები საკითხს უახლოეს რიგგარეშე სხდომაზე დაარეგისტრირებენ.

“ჩვენი ფრაქცია მოითხოვს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც ყოველთვის, დაელოდეთ გამოძიებას არის ხელისუფლების დანაშაულზე ხელის დაფარების მეთოდი. ველოდებით გამოძიებას ამდენი წელია აფგან მუხთარლის გატაცებაზე, მაგრამ როდემდე უნდა ველოდოთ, ან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას ან სხვა დანაშაულების, რომელიც ჩაიდინა ხელისუფლებამ. ამიტომ ბუნებრივია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს დანაშაული არ იქნება გამოძიებული. როგორც სამჯერ სამი არის ცხრა, აი ისე წავა გახარია,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...