ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” პრეზიდენტს სთხოვს, ვეტო დაადოს შეზღუდვების შესახებ კანონს

საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სახელით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიგზავნება თხოვნის წერილი, რომ შეზღუდვების შესახებ კანონს მიღების შემთხვევაში, მას ვეტო დაედოს.

ამის შესახებ ფრაქციის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

„ყველას მოგიწოდებთ, რომ არ დაუჭიროთ ამ კანონპროექტს მხარი. ჩვენი ფრაქციის სახელით გამზადებულია და უკვე იგზავნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი თხოვნით იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ კანონს დაედოს ვეტო, სავარაუდოდ თქვენ მიღებას აპირებთ, როგორც ვხედავ,“ – განაცხადა ლევან კობერიძემ.

პარლამენტში „საზოგადობრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში” შესატანი ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით განხილვა დასრულდა და კანონპროექტს კენჭი უნდა ეყაროს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად