ფრანცისკო დობოჟი: “მარხვა, ლოცვა და ქველმოქმედება არ ცვლის საპონს და წყალს”

კორონავირუსის გავრცელების არეალის გაფართოებასთან ერთად, მის წინააღმდეგ ბრძოლაში სულ უფრო და უფრო მეტი ინსტიტუცია ერთვება.

რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო სამწყოს უცხადებს, რომ კორონავირუსის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ზედმიწევნით ზუსტად დაიცვან ჯანმრთელობის სამინისტროს და სხვა უფლებამოსილი ორგანოების რეკომენდაციები (ხელების და სახის ხშირად დაბანვა საპნით და წყლით, ხველების და ცხვირის ცემინების დროს პირის და ცხვირის დაფარვა, საგნების და ნივთების ხშირი დეზინფიცირება და სხვა).

მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო მრევლისადმი მიმართვაში აღნიშნავს, რომ შეუძლიათ დროებით უარი თქვან და არ შეასრულონ წირვა-ლოცვების თუ სხვა მსახურებების თანმდევი რიტუალები. კერძოდ, არ აკოცონ ხატებს, არ დალიონ ნაკურთხი წყალი ეკლესიაში საზიარო ჭურჭლიდან, სთხოვონ მოძღვარს, ღვინით ზიარების დროს მათ მიერ სახლიდან მიტანილი კოვზების და არა საერთო კოვზის გამოყენება და სხვა.

საპატრიარქო აცხადებს, რომ წმინდა ზიარებისთვის მზადების და შემდეგ შესრულების დროს, ჰიგიენის ნორმების დაცულია და ხატების დეზინფიცირება ხშირად ხდება, თუმცა მათ, ვისაც ასეთი ეპიდემიის პირობებში დაავადების შიში აქვთ, შეუძლიათ არ აკოცონ ხატებს ეკლესიაში, მაგრამ აკოცონ საკუთარ სახლებში.

საპატრიარო მოუწოდებს ყველას, ვისაც აქვს  კორონავირუსის სიმპტომები, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, მათ შორის, საეკლესიო სივრცეში, რათა არ შეუქმნან საფრთხე სხვა ადამიანებს. ეპიდემიის დროს მათ შეუძლიათ წმინდა ლიტურგიის ტრანსლაციის მოსმენა საპატრიარქოს რადიოთი და ტელევიზიით.

რომის კათოლიკური ეკლესიის ბუქარესტის არქიეპარქიამ აგრეთვე მიმართა თავის სამწყოს და ისევე, როგორც რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ, მოუწოდა მათ დაიცვან ჰიგიენის ნორმები, მოერიდონ საზიარო ჭიქის თუ კოვზის გამოყენებას, არ აკოცონ ხატებს, უარი თქვან კოცნის და ხელის ჩამორთმევის რიტუალებზე.  კორონავირუსისადმი გამკლავების სუსტი უნარის მქონე 70 და მეტი წლის ასაკის ხალხს კათოლიკე მღვდლებმა ურჩიეს, რომ არ იარონ ეკლესიებში.

კათოლიკური ეკლესიის მღვდელმსახურმა ფრანცისკო დობოშმა მოუწოდა მრევლს გამოიჩინოს კეთილგონიერება და დიდი მარხვის დროს იყოს არა მხოლოდ მუდმივად სუფთა სულით, არამედ ხშირად დაიბანოს ხელები.

“მარხვა, ლოცვა და ქველმოქმედება არ ცვლის საპონს და წყალს”, – ამბობს ფრანცისკო დობოჟი.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის რუმინეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთაგან ორს მკურნალობა უტარდება, ერთი კი განიკურნა

რუმინული პრესის მიხედვით მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად