ფრანკფურტის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა

გერმანიაში, ქალაქ მაინის ფარნკფურტი- გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა.

აღნიშნულ ინსტიტუტში 2002 წლიდან ფუნქციონირებს კავკასიოლოგიის კათედრა, რომელსაც მდიდარი ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა გააჩნია.

ფრანკფურტის უნივერსიტეტში რუსთაველის კაბინეტი გახსნეს უნივერსიტეტის ვიცეპრეზიდენტმა პროფესორმა როლფ ფან დიკმა, საქართველოს გენერალურიმა კონსულმა ფრანკფურტში ლევან დიასამიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა პროფ. ზვიად გაბისონიამ, პროფ. იოსტ გიპერტმა და პროფ. მანანა თანდაშვილმა

აღსანიშნავია, რომ კავკასიოლოგიის კათედრის ხელძღვანელის, პროფესორ მანანა თანდაშვილის ინიციატივით ორი წლის წინ დაიწყო შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” უცხოენოვანი თარგმანების შეგროვება. დღეისათვის ბიბლიოთეკაში პოემის 50-მდე თარგმანია რეგისტირირებული. ამჟამად კათედრაზე მიმდინარეობს “ვეფხისტყაოსნის” თარგმანების პარალელური კორპუსის შექმნა, რომელშიც ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის სტუდენტები არიან ჩართული.

 

 

 

რუსთაველის კაბინეტის გახსნა გააძლიერებს ფრანკფურტის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის მიმართულებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...