ფრანკფურტის მერის მოადგილე: ჩვენი პრესა და მუზეუმი მხოლოდ საქართველოზე წერს ამ დღეებში

“ჩვენი პრესა და მუზეუმი მხოლოდ საქართველოზე წერს ამ დღეებში”, – ამის შესახებ ფრანკფურტის მერის მოადგილე რენატე შტერცელი აცხადებს.

მისი თქმით, ბოლო 4 წელიწადში 140 ქართული ნაწარმოები ითარგმნა. ფრანკფურტის მერის მოადგილე მოხარულია, რომ ავტორებიდან ბევრი ქალია.

“საქართველო ბევრი გერმანელისთვის ნაკლებად იყო ცნობილი, მაგრამ ამ დღეებში ეს შეიცვალა. ჩვენი პრესა და მუზეუმი მხოლოდ საქართველოზე წერს ამ დღეებში.ეს არის ქვეყანა, რომელიც ზოგადსაკაცობრიო კულტურის აკვანია. ეს არის ქვეყანა, სადაც გამოიგონეს ღვინო, ბორბალი, ოქრომჭედლობა, არქეოლოგიის მუზეუმს სტუმრობს წნორის ლომი… მაგრამ, ყველაზე გასაკვირი ჩემთვის არის ქართული დამწერლობა, რომლის 33 ასო მთელ ქალაქშია გამოფენილი და იმდენად პოეტურად გამოიყურება ეს ანბანი, რომ თავისთავად გეწერინება ლექსი ამ ანბანით. ასე რომ საქართველო გერმანიას ძალიან დაუახლოვდა ამ დღეებში”, – განაცხადა მერის მოადგილემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად