ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს არ ჰყავს ხელსაყრელი სამეზობლო

ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბრიფინგზე განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ გერმანია არის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისა. ჩვენ გვაქვს ეს საამაყოდ ინტენსიური თანამშრომლობა ამ ორი ორგანიზაციის ფარგლებში.

ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ საქართველოს არ ჰყავს, მარტივად რომ ვთქვათ, ხელსაყრელი სამეზობლო, არ არის მარტივი გეოგრაფიული მდებარეობა. მე ხვალ თავად მივემგზავრები ადმინისტრაციული საზღვრისკენ, მივუახლოვდები ცხინვალის რეგიონს, ე.წ. სადემარკაციო ხაზს“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად