ფრანგმა სამართალდამცავებმა მძევლების გამოსახსნელად მოლაპარაკება დაიწყეს

ბოლო ინფორმაციით, ფრანგმა სამართალდამცავებმა უკვე იციან თავდამსხმელის ვინაობა, რომელსაც ფოსტის შენობაში მძევლები ყავს აყვანილი. 

ქალაქ კოლომბოს ფოსტის შენობასთან ასობით პოლიციელია მობილიზებული. უცნობი მამაკაცი ავტომატი კალაშნიკოვით, ფისტოლეტებით და ხელყუბმარებით არის შეიარაღებული. მისი მოთხოვნები ჯერ-ჯერობით უცნობია.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი ადრე რამდენიმე დანაშაულშია მხილებული. ნასამართლებია წვრილმანი ხულიგნობისთვის. მძევლების რაოდენობა ზუსტდება. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელს 3 ადამიანი ყავს დატყვევებული. 

ამ დროისთვის შემთხვევას ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას არ აძლევენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად