ფრანგიშვილი: ერთი მილიარდი ევრო ეს არის ძალიან დიდი თანხა უნივერსიტეტის განვითარებისთვის

ამის შესახებ გეპეი-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა ფონდი ,,ქართუს“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით თავმოყრილი, მათ შორის ადრონული თერაპიის ცენტრი. ეს ყველაფერი კეთდება მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის – მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ეგიდით.

ესენი იქნებიან ასე ვთქვათ ზედამხედველები ამ პროექტის. როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე თვით სასწავლო პროგრამები და სამეცნიერო აქტივობები არის სრულად შეთანხმებული მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ხედვასთან.

ისინი გაუწევენ ასევე მენეჯმენტს ,დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი ,რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს იმას, რომ ხარისხზე ორიენტირებული უძლიერესი, უმსხვილესი რეგიონალური ჰაბი იქმნება.“ – განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად