ფრანგი სპორტსმენები მიიჩნევენ, რომ Covid-19-ით ჯერ კიდევ ოქტომბერში დაინფიცირდნენ

VII მსოფლიო საომარი თამაშების რამდენიმე მონაწილე, რომელიც ოქტომბერში ჩინეთში, კერძოდ ვუჰანში ჩატარდა, მიიჩნევენ, რომ შეჯიბრების დროს ისინი კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ამის შესახებ იუწყება გაზეთი Le Figaro.

ვუჰანში მსოფლიო საომარი თამაშები 27 ოქტომბერს დასრულდა. 2019 წლის დეკემბრის ბოლოს კი, ვუჰანში ახალი დაავადება გამოვლინდა, რომელიც გამოწვეული იყო კორონავირუსის ახალი ტიპით.

Le Figarom-მ ჩაატარა გამოკითხვა საფრანგეთის დელეგაციის სპორტსმენებს შორის. რამდენიმე მონაწილემ აღიარა, რომ ვუჰანიდან დაბრუნების შემდეგ მათ ჰქონდათ მსგავსი სიმპტომები.

“ამ თამაშებში ბევრი სპორტსმენი ავად გახდა. ახლახან ვესაუბრე ჩვენი გუნდის ექიმს და მან თქვა, რომ ჩვენ ალბათ უკვე გვქონდა კორონავირუსი, რადგან იმ დროს, საფრანგეთის დელეგაციის ბევრი წევრი ერთდროულად დაავადდა.” – აცხადებს ერთ-ერთი სპორტსმენი.

ჩინეთის სოციალურ ქსელებში ამ განცხადებების საპასუხოდ, გამოჩნდა მოსაზრება, რომ ვირუსი შესაძლოა ვუჰანში სწორედ სხვა ქვეყნების სპორტსმენებმა ჩაიტანეს.

სპორტსმენების მიერ გამოთქმული ვარაუდის შემდეგ, საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ იმ დროს კორონავირუსისშესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა, ხოლო საფრანგეთის სამედიცინო ჯგუფს, რომელიც 20 ადამიანისგან შედგებოდა, არ დაუფიქსირებია იმ სიმპტომებით, რომლებიც მსგავსია COVID-19-ით გამოწვეული დაავადების. მიუხედავად ამისა, გაზეთი აღნიშნავს, რომ დელეგაციას განკარგულებაში არ ჰყავდა საჭირო სპეციალიზაციის მქონე ექიმები და არც ვირუსის გამოვლენისთვის აუცილებელი საშუალებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად