ფრანგი მოდის დიზაინერი, ემანუელ უნგარო გარდაიცვალა

ფრანგი მოდის დიზაინერი ემანუელ უნგარო კვირას, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, ინფორმაციას რადიოსადგური France info ავრცელებს.

დიზაინერი პარიზში გარდაიცვალა. ოჯახის წევრებმა აღნიშნეს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

უნგარო 1933 წელს იტალიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. ის ადრეულ ასაკიდანვე დაინტერესდა მოდის სამყაროთ. კერძოდ,  მუშაობდა კომპანია Balenciaga- სთვის და საბოლოოდ საკუთარი მოდის სახლი -Ungaro დაარსა.

მიიჩნევა, რომ უნგაროსთვის ყველაზე წარმატებული პერიოდი 1980-იანი წლები იყო, როდესაც მისი მოდის სახლი  საფრანგეთის ხუთი უმსხვილესი ასეთი კომპანიის სიაში შედიოდა.

მოგვიანებით, უნგარომ თავისი მოდის სახლი გაყიდა და დიზაინერად მუშაობა შეწყვიტა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად