A1 ბანერი

სალმა ჰაიეკის მილიარდერი ქმარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გამოყოფს

ფრანგი მილიარდერი, ბიზნესმენი ფრანსუა-ანრი პინო მზადაა, რომ პარიზში ხანძრის შედეგად დაზიანებული ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 100 მილიონი ევრო გამოყოს. ინფორმაციას სააგენტო France-Presse ავრცელებს.

“მამაჩემმა, ფრანსუა პინომ და მე გადავწყვიტეთ, რომ კომპანია Artemis-ი 100 მილიონ ევროს გამოყოფს ხანძრის შედეგად დაზიანებული ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის“,-განუცხადა ბიზნესმენმა ფრანსუა-ჰენრი პინომ სააგენტოს.
პინოს ოჯახი კომპანიებს Artemis-სა და Kering-ს ფლობს. ის ცნობილი მსახიობის, სალმა ჰაიეკის მეუღლეა.
ფრანსუა პინო კომპანია Kering-ის აღმასრულებეი დირექტორია, რომელიც რამდენიმე ბრენდს ფლობს, მათ შორის Gucci-სა და Yves Saint Laurent-ს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი 15 აპრილს გაჩნდა. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აალება სარესტავრაციო სამუშაოების დროს მოხდა. ხანძრის შედეგად განადგურებულია ტაძრის სახურავის 2/3 ნაწილი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლებიამბობენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიქვიებს არ შეხებია.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიქვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...