ფრანგი მეწარმე: საფრანგეთმა, ხარჯების დასაფარად, “მონა ლიზა” 50 მილიარდ ევროდ უნდა გაყიდოს

ციფრული, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის ფრანგი მეწარმე და აქტივისტი სტეფან დისტინგინი (Stephane Distinguin) აცხადებს, რომ საფრანგეთს, მონა ლიზას ტილოს გაყიდვით შეეძლო ფინანსური ზარალის ანაზღაურება კორონავირუსული პანდემიის ფონზე. ამის შესახებ The Independent-ი წერს.

სტეფან დისტინგინმა, ტექნიკური კომპანია Fabernovel-ის დამფუძნებელმა, ამის შესახებ ისაუბრა ინტერვიუში, რომელშიც განმარტა, რომ საფრანგეთმა უნდა “გაყიდოს საოჯახო ძვირფასეულობა” მინიმუმ 50 მილიარდ ევროდ (44,7 მილიარდი £).

“დღედაღამ ჩვენ ვითვლით მილიარდებს, მილიონებს, როგორც ბავშვები ითვლიან ქვის დაცემას ჭაში, რათა გაზომონ მისი სიღრმე”, – განუცხადა დისტინგინმა Usbek & Rica Magazine-ს. “ჩვენ კვლავ ვთვლით და ეს კრიზისი უძირო ჩანს”.

“როგორც მეწარმე და გადასახადის გადამხდელი, მე ვიცი, რომ ეს მილიარდები არ არის გამოგონილი და რომ ისინი აუცილებლად დაგვაკლდება ჩვენ. აშკარა რეფლექსი უნდა იყოს ფასდაუდებელი აქტივის გაყიდვა მაქსიმალურ ფასში, ვინაიდან იგი ახლა ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის.”

“ნახატი მარტივია გადასატანად. ჩვენ კი უამრავი ნახატი გვაქვს … 2020 წელს, ფული უნდა მივიღოთ იქიდან, საიდანაც კი შეგვიძლია. ასე რომ, გაყიდეთ საოჯახო საიუველირო ნაწარმი… ფასი არის მთავარი, მთავარი საგანი. ფასი უნდა იყოს გასაოცარი, რათა ოპერაციას აზრი ჰქონდეს. მე მიმაჩნია, რომ მონა ლიზას შეძენას არანაკლებ 50 მილიარდი ევრო (44,7 მილიარდი £) უნდა დასჭირდეს. მე მითხრეს, რომ ჩემი შეფასება ძალიან გადაჭარბებულია, მაგრამ ამას, ყოველ ჯერზე რეალური არგუმენტების გარეშე მეუბნებოდნენ.” – აცხადებს იგი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად