A1 ბანერი

ფრანგი ბიზნესმენის ბერნარ არნოს ოჯახი და კომპანია LVMH ტაძრის აღსადგენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს

ფრანგი ბიზნესმენის ბერნარ არნოს ოჯახი და მისი კომპანია Louis Vuitton Moët Hennessy (LVMH) 200 მილიონ ევროს გამოყოფს, რათა პარიზში ხანძრის შედეგად დაზიანებული ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაცია მოხდეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“არნოს ოჯახი და LVMH-ის ჯგუფი სოლიდარობას გამოხატავს და ტაძრის აღდგენისთვის ერთიანდება, რომელიც საფრანგეთის, მისი მემკვიდრეობისა და ერთიანობის სიმბოლოა”, – ნათქვამია განცხადებაში.

რაიონის ხელმძღვანელმა ვალერი პეკრესმა ასევე განაცხადა, რომ პრეფექტურა ტაძრის აღსადგენად 10 მილიონ ევროს გამოყოფს. “რეკონსტრუქცია მნიშვნელოვან თანხებს საჭიროებს”,-განაცხადა მან Europe 1-ის ეთერში.

ასევე, ფრანგი მილიარდერი, ბიზნესმენი ფრანსუა-ანრი პინო მზადაა, რომ პარიზში ხანძრის შედეგად დაზიანებული ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 100 მილიონი ევრო გამოყოს.

პინოს ოჯახი კომპანიებს Artemis-სა და Kering-ს ფლობს.
ფრანსუა პინო კომპანია Kering-ის აღმასრულებეი დირექტორია, რომელიც რამდენიმე ბრენდს ფლობს, მათ შორის Gucci-სა და Yves Saint Laurent-ს.

ტაძრის აღსადგენად მზადყოფნა “იუნესკომაც” გამოთქვა. 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი 15 აპრილს გაჩნდა. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აალება სარესტავრაციო სამუშაოების დროს მოხდა. ხანძრის შედეგად განადგურებულია ტაძრის სახურავის 2/3 ნაწილი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლებიამბობენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიქვიებს არ შეხებია.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიქვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...