ფოთში, „ფაიზერის” ვაქცინაცია ხვალიდან დაიწყება

აცრები, ხვალიდან „ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო -ბომონდში” იქნება შესაძლებელი .

როგორც კლინიკის პიარ სამსახურის წარმომადგენელმა, სანდრო გუჯაბიძემ განაცხადა, მათ იმუნიზაციის წარმატებული პროცესისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა გააჩნიათ, ასევე, ვაქცინის შესაბამის ტემპერატურულ რეჟიმში შენახვის შესაძლებლობა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, ამ ეტაპზე “ფაიზერზე” 14 აგვისტოს ჩათვლით, ყველა ჯავშანი შევსებულია და ხვალ 70 ადამიანი გაიკეთებს აცრას.

„ფოთის ცენტრალური საავადმყოფო – ბომონდი“ უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც ჩაერთო ვაქცინაციის პროცესში. კეთდება სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინა. ხვალიდან ვიწყებთ ფაიზერით ვაქცინაციას. კლინიკა სრულად აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ასევე, გადამზადებული მაღალკვალიფიციური მედ-პერსონალით, რათა ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, ყველა პაციენტს აღმოუჩინონ სწრაფად დახმარება. კლინიკა აღჭურვილია, როგორც რეანიმაციის დარბაზით, ასევე, შოკის დარბაზით და ყველა დარეგისტრირებულ პაციენტს ხვალიდან შეეძლებათ ჩვენს კლინიკაში გაიკეთონ ფაიზერის ვაქცინა“ – განაცხადა კლინიკის პიარმა სანდრო გუჯაბიძემ.

კომენტარები
იტვირთება...