ფოთში ზღვის წყლის გამოკვლევების შედეგები ცნობილია

ქიმიური და მიკრობიოლოგიური გამოკვლევების შედეგების მიხედვით, ფოთის სანაპირო ზოლში, ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია. ლაბორატორიულმა კვლევის ცენტრმა, დაახლოებით ორი კვირის წინ, ზღვის წყლის სინჯი ოთხი სხვადასხვა ადგილიდან აიღეს. როგორც ლაბორატორიული ცენტრის დირექტორმა „აიპრესს“ განუცხადა, მთელი სეზონის განმავლობაში, ზღვის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგი ყოველ თვე სამჯერ განხორციელდება.

“უკვე ორჯერ გაკეთდა ზღვის სინჯების ანალიზები ოთხი სხვადასხვა ადგილიდან, ოთხი პლიაჟიდან და ოთხივეს პასუხები საერთაშორისო ნორმებით ზღვის წყლის სტანდარტსვაკმაყოფილებს. უსაფრთხოა ჩვენი ზღვა, ასე რომ ყველას შეუძლია იბანავოს. დღეს ან ხვალ კიდევ გაკეთდება სინჯები და ყოველ თვეში სამჯერ გაკეთდება ოთხივე წერტილიდან მთელი სეზონის განმავლობაში“_ აღნიშნა ლაბორატორიული კვლევის ცენტრის დირექტორმა გია რუხაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად