ფოთში, ზღვის წყალი საბანაოდ უსაფრთხოა

ფოთში, ზღვის წყალი ლაბორატირიულად მეორეჯერ შემოწმდა. კვლევის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ხარისხობრივი მაჩვენებელი ამჯერადაც ნორმის ფარგლებშია და ზღვა საბანაოდ უსაფრთხოა.

„4 სანაპიროდან ვიღებთ ნიმუშს, ეს არის მალთაყვის ძველი და ახალი, ასევე ეგრეთწოდებული გრეიფრუტის და კუნძულის უბნის პლიაჟები. ოთხივე ადგილიდან მეორეჯერაც აღებული წყლის სინჯის ანალიზები ნორმალურია. ანუ, შეესაბამება სტანდარტების მოთხოვნას.არც ქიმიურ და არც მიკრობიულოგიურ მაჩვენებლებში დარღვევას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ლაბორატორიული კვლევისცენტრის დირექტორმა გია რუხაძემ.

შეგახსენებთ, რომ ზღვის წყლის სინჯი ივნისის დასაწყისში იქნა აღებული და სეზონის დასრულებამდე, თვეში ორჯერ განხორციელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად