ფოთში, ზღვაზე რუსი ტურისტი დაიხრჩო

ფოთში, ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. ის მალთაყვის სანაპიროზე ახალგაზრდა ქალთან ერთად იმყოფებოდა. მაშველებმა ქალის გადარჩენა შეძლეს, ხოლო მამაკაცის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ.
როგორც გაირკვა, ისინი რუსი ტურისტები არიან.  
 
"სანაპიროზე აღმართულია წითელი დროშები. შტორმი 4 ბალს აღემატება. მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, ისინი მაინც შევიდნენ ზღვაში. მაშველებმა ახალგაზრდა გოგონას გადარჩენა შევძელით, 25 წლამდე მამაკაცის ცხედარი კი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი"- აცხადებს მაშველი თეიმურაზ შონია.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად