ფოთში, ზღვაზე დამსვენებლების უსაფრთხოებაზე, მსოფლიო რბენის ჩემპიონი ქალი მაშველი ზრუნავს

ფოთში, შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებელთა უსაფრთხოების მიზნით, სამაშველო სამსახურმა მუშაობა დაიწყო. შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი, შსს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის სამაშველო ბრიგადები პატრულირებას, დილის ცხრა საათიდან საღამოს ცხრა საათამდე ახორციელებენ.

.

მაშველებს შორის ერთ-ერთი 23 წლის გოგონაა. ის 2017 წლის მსოფლიო რბენის გამარჯვებულია, ასევე სპორტის სხვადასხვა სახეობაში მნიშვნელოვანი ჯილდოები აქვს მიღებული. როგორც მან „აიპრესთან“ განაცხადა, მაშველად მუშაობა იმიტომ გადაწყვიტა, რომ შესაბამისი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა, თან ძალიან უყვარს ცურვა.


„ადრე, მოყვარულის სტატუსით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვიყავი ჩართული და მაქვს ბევრი ჯილდო მიღებული _ ტრიატლონში, მარათონში, სპრინტში,ბიატლში. პირველი გამარჯვება მოვიპოვე მსოფლიო რბენში და ვარ პირველი ქართველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი. სამაშველო სამსახურში მუშაობის სურვილი გამიჩნდა იქიდან გამომდინაერე, რომ მაქვს შესაბამისი ფიზიკური მონაცემები და ცურვაც ძალიან მიყვარს“_ განაცხადა მაშველმა ნინო მიქაძემ.

ფოთში, საზღვაო-სამაშველო სამსახური სექტემბრამდე იფუნქციონირებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...