ფოთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

ფოთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. გადაუღებელი წვიმის შედეგად რამდენიმე ცენტრალური ქუჩა დაიტბორა.

გადაადგილების პრობლემა როგორც ავტომობილებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს შეექმნათ.

ფოთის მერის მოვალეობის შემსრულებლის ლევან ჩოჩიას ინფორმაციით,შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა უხვი ნალექის გამო წყალს გადინება უჭირს.

ამ დროისთვის მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები და საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად