ფოთში უჩვეულო მწერები მომრავლდნენ – მათი ნაკბენი ალერგიულ გამონაყარს იწვევს

ფოთში, მცირე ზომის მწერების მომრავლებას უჩივიან. ადგილობრივების განცხადებით, მწერები ქუჩაში გუნდურად ესხმიან თავს და მათი ნაკბენი ალერგიულ გამონაყარს იწვევს. აღიშნულ ფაქტს ადასტურებენ ადგილობრივ ხელისუფლებში, მაგრამ ვერ აკონკრეტებენ, თუ რამ განაპირობა და საიდან გავრცელდა მკბენარა მწერები, მათივე თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში, ყველა შესაბამისი სამსახური ჩართულია.

“დღის განმავლობაში არაერთი ზარი დაფიქსირდა მერიაში , მოქალაქეები რეკავენ, რომ გავრცელებულია რაღაც მწერები და ეს მართლაც დასტურდება. ჩვენ დავუკავშირდით შესაბამის სამსახურებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ამ საკითხის მოგვარებაში, რათა პრობლემა დროულად იქნეს ლოკალიზებული. დავუკავშირდით ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს, გამოყოფილია ჯგუფი, რომელიც დღის ბოლომდე ეწვევა ქალაქს. ჩატარდება შეწამვლითი სამუშაოები და დადგინდება თუ რა სახის მწერია და საიდან გავრცელდა. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია და ვერ გეტყვით თუ საიდან მომრავლდა. პანიკის საფუძველი ამჯერად არ არსებობს ,“-განაცხადა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა მაია მაკალათიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად