ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის 44 მილიონის ინვესტიცია ხორციელდება

 ქალაქ ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია, მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო და არსებული ვითარება შეაფასა.

“მიმდინარე პროექტებიდან ვფიქრობთ, რომ ფოთის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მოცულობითა და მასშტაბებით ერთ-ერთი მსხვილი პროექტია საქართველოში. დღეს, ადგილზე გავეცანით შესრულებულ სამუშაოებს და მინდა აღვნიშნო, რომ მშენებლობის ტემპი დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა გიგა მანდარიამ სამუშაოების დათვალიერების შემდეგ. წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, სრულად განახორციელებს ჩამდინარე წყლების წმენდას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს შავი ზღვის აუზისა და ეკოლოგიის დაბინძურების რისკებს რეგიონში. აღნიშნულ პროექტს აზიის განვითარების ბანკი 44 მილიონი ლარით აფინანსებს და მისი დასრულება მომავალი წლის თებერვალშია დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად