ფოთში, ცხელების კლინიკის სამ პაციენტს covid19 არ დაუდადტურდა

ამ დროისთვის, რესპირატორული სიმპტომებით, ბოქსირებულ პალატებში 5 პაციენტია მოთავსებული.

„გუშინდელი პაციენტების პასუხები უარყოფითია. კლინიკაში, ამ დროისთვის გვყავს 5 პაციენტი. აქედან, 26 წლის ქალი ფოთიდან და 93 წლის ქალი ჭალადიდიდან დილით დაიტესტნენ. ველოდებით პასუხს. მოგვიანებით მივიღეთ 8 თვის გოგონა, 71 წლის კაცი და 32 წლის ქალი ფოთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა გამოსაკვლევად ხვალ დილით გაიგზავნება“– განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად