ფოთში, ცივი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურია

როგორც „სენამედის” ქირურგმა, „აიპრესთან“ განაცხადა, პაციენტი ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.

„ამ წუთას ნორმალურად, კარგად არის.დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ კუჭი იყო დაზიანებული, გაიკერა და დაიხურა. დრემვირება გაკეთდა მუცლის ღრუს და მიდის მკურნალობა ჩვეულებრივად” _ განაცხადა ქირურგმა აკაკი ჭანტურიამ.

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით, ქალაქის ცენტრში, აღმაშენებლის ქუჩაზე 21წლის  ბიჭი დაჭრეს.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, სენაკში კლინიკა ,,სენამედში” გადაიყვანა.

შსს- ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები დაკავების მიზნით.

კომენტარები
იტვირთება...