ფოთში, ტრაილერის 33 მძღოლს COVID-19 არ დაუდგინდა

ფოთში, ტრაილერის 33 მძღოლს COVID-19 არ დაუდგინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ ვირუსზე, 189 მძღოლი გამოიკვლიეს და მათი პასუხიც უარყოფითია.

„ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლები ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე მოწყობილ ტირ-პარკში იმყოფებოდნენ. ,,პისიარ” კვლევის შედეგად მათ ,,კოვიდ 19“ არ დაუდასტურდათ. მძღოლებმა ტირ- პარკი უკვე დატოვეს. ამის შემდეგ ისინი თავიანთ ლოკალიზაციის ტერიტორიაზე გადავლენ და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გააკონტროლებს მათ“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ქართული გადამზიავი კომპანიების მძღოლებმა, ტირ-პარკში არსებული პირობები გააპროტესტეს და თვითიზოლაციის რეჟიმის მოხსნა მოითხოვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად