ფოთში, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის, პოლიციამ ორი პირი კარანტინში იძულებით გადაიყვანა

ფოთში, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის, პოლიციამ ორი პირი კარანტინში იძულებით გადაიყვანა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც გერმანიიდან ჩაოვიდნენ. მათ თვითიზოლაციის პირობები მეათე დღეს დაარღვიეს.

„ესენი არიან გერმანიიდა ჩამოსულები,ორი პიროვნება ერთი ოჯახიდან, რომლებმაც დაარღვიეს თვითიზოლციის პირობები. აღმოაჩინა ისინი გარეთ საპატრულო პოლიციამ და საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფმა გადაიყვანა ბათუმში, საკარანტინო სივრცეში. ისინი 10 დღე იმყოფებოდნენ თვითიზოლაციის რეჟიმში, რადგან თავს კარგად გრძნობენ, ჯამრთელად ჩათვალეს თავი და არ დაემორჩილეს თვითიზოლაციის წესს“- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფროსის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად