ფოთში, თვითიზოლაციის რეჟიმი დღეს 6 ადამიანს მოეხსნა

ფოთში, თვითიზოლაციის რეჟიმი დღეს 6 ადამიანს მოეხსნა. საერთო ჯამში, ბოლო მონაცემებით 55-ია თვითიზოლაციაში, აქედან ერთი სტაციონარშია გადაყვანილი, 7 კი კარანტინშია.

„დღეს ავიყვანეთ ექვსი ადამიანი, აქედან ერთი სტაციონარშია გადაყვანილი, ჩავთვალეთ რომ არის საეჭვო, რადგან კონტაქტში იყო ბოლნისის ერთ-ერთ მკვიდრთან და თან სიმპტომები ჰქონდა მწვავე რესპირატორული დაავადების, ამიტომ აუღეთ ნაცხი და გავაგზავნეთ ინფექციურში, პასუხი ალბათ ხვალ, დღის პირველ ნახევრამდე გახდება ცნობილი. დანარენი 5 არის თვითიზოლაციაში, ერთი მარნეულიდან არის ჩამოსული, ერთი_ ბოლნისიდან, დანარჩენები _ თურქეთიდან. დღეს თვითიზოლაცია 6 ადამიანს მოეხსნა, აჯერად 55-ია თვითიზოლაციის რეჟიმში, ხოლო 7 კარანტინში“_ განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად