ფოთში, თვითიზოლაციაში მყოფმა ტრაილერების მძღოლებმა, ტირ-პარკში არსებული პირობები გააპროტესტეს

ფოთში, თვითიზოლაციაში მყოფმა ტრაილერების მძღოლებმა, ტირ-პარკში არსებული პირობები გააპროტესტეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის განცხადებით, დღეს 223 მძღოლის ბიოლოგიური მასალა ,,პისიარ” კვლევისთვის გაიგზავნა და პასუხების მიღებისთანავე, ისინი ტერიტორიას დატოვებენ. ახალი რეგულაციის თანახმად, ტირ-პარკი ხვალიდან არ იფუნქციონირებს, ამჟამად იქ თვითიზოლაციის პროცესს 168 მძღოლი გადის.

,,როგორც მოგეხსენებათ საერთაშორისო გადაზიდვა ითვლება ერთ-ერთ სარისკო საქმიანობად. მძღოლები ახალი რეგულაციებით აუცილებლად უნდა გაიტესტონ. იმისათვის რომ ახალ რეგულაციებზე გადავიდნენ საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა მძღოლის გატესტვა . დღეს გავტეტსტეთ ,, პისიარ“ ტექნოლოგიით 223 მძღოლი.ველოდებით პასუხებს და შემდეგ თავიანთ ლოკალიზაციის ტერიტორიაზე გადავლენ მძღოლები. აწი გასვლა, რომ მოუწევთ , დაბრუნებისას სრაფი ტესტი ჩაუტარდებათ.
რაც შეეხება მათ პროტესტს, ეს საკითხები მე არ მეხება , ვფიქრობ, რომ მაქსიმალური იყო გაკეთებული , უფრო მეტის გაკეთება შეუძლებელი იყო და ამიტომაც გადავიდნენ ახალ რეგულაციებზე . იმედია, თანდათან უფრო დაიხვეწება.
მას შემდეგ რაც უარყოფითი პასუხები მოვა, 72 საათის განმავლობაში მათ აქვთ უფლება დატოვონ ტერიტორია და დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში , იქ კი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გააკონტროლებს. ახლა სათანადოდ არ იქცევიან, მაგრამ იმედია ყველას ტესტი იქნება უარყოფითი და ყველას მივულოცავ,“- განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა მხეიძემ. ცნობისათვის, ფოთში ტირ-პარკი მიმდინარე წლის 17 აპრილიდან ფუნქციონირებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად