ფოთში, თვითიზოლაციაში მყოფებს, მარნეულიდან და თურქეთიდან ჩამოსულები დაემატნენ

ფოთში, თვითიზოლაციაში მყოფებს მარნეულიდან და თურქეთიდან ჩამოსული 50 და 52 წლის ქალები დაემატნენ. საერთო ჯამში, თვითიზოლაციის რეჟიმში 62 პაციენტი, კარანტინში კი _ 4 იმყოფება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით მათი დგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„პაციენტი, რომელსაც არ დაუდასტურდა გუშინ კორონავირუსი დღეს გაწერეს. დაგვემატა ორი შემთხვევა, მარნეულიდან და თურქეთიდან, ორივე ქალია, 50 და 52 წლის არიან. კარანტინიდან მოიხსნა 3ადამიანი და დარჩა 4, თვითიზოლაციაში არის 62 პაციენტი, ჯამში 20 ადამიანს მოეხსნა თვითიზოლაცია.ყველა კაგად გრძნობს თავს“_ განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად