ფოთში, თვითიზოლაციაში 7 პირი იმყოფება

აქედან ხუთი, COVID-19-ით ინფიცირებულ მძღოლთან კონტაქტში მყოფი პირია,რომლებსაც პირველადი გამოკვლევით კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათ იზოლაციის ვადა ორშაბათს უმთავრდებათ და ვირუსზე გამოკვლევა კვლავ ჩაუტარდებათ.
„დასრულდა შემოსავლების სამსახურში დასაქმებული პირების ტესტირება, საბედნიეროდ ყველა შედეგი უარყოფითია.

თვითიზოლაციაზე გვყავს ტრაილერის ორი მძღოლი, რომლებსაც თვითიზოლაციის ვადის ამოწურვისთანავე ჩაუტარდებათ გამოკვლევა და დიდი ალბათობით მოეხსნებათ ეს რეჟიმი. ასევე, თვითიზოლაციაში გვყავს, კოვიდით დაინფიცირებულ მძღოლთან, რომელიც თბილისის კლასტერია, კონტაქტში მყოფი 5 პირი. მათ პირველადი გამოკვლევით ვირუსი არ დაუდგინდათ. დაახლოებით ორშაბათს იგეგმება განმეორებითი კვლევა და შედეგის მიხედვით ვიმოქმედებთ.

მოგეხსენებათ, ცხელების კლინიკა არ არსებობს საქართველოს მასშტაბით. ფოთის კლინიკა დაუბრუნდა ჩვეულ რეჟიმს, თუმცა ხდება იდენტიფიცირება პაციენტების. დღეს ორი პაციენტის ბიოლოგური მასალა გაიგზავნა ლაბორატორიაში და აპასუხი სავარაუდოდ ხვალ იქნება ცნობილი“_ ეპიდემიოლოგმა ზინაიდა გაგუამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად