ფოთში, თვითიზოლაციაში 52 და კარანტინში 6 ადამიანი იმყოფება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ფოთში, თვითიზოლაციის რეჟიმში52 ადამიანი იმყოფება, ხოლო კარანტინში_ 6. თვითიზოლაცია დღეს 9 ადამიანს მოეხსნა.ყველა მათგანის თავს კარგად გრძნობს, მათ ვირუსის არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ.

„გუშინ და დღეს 5 ადამიანი დაგვემატა და აქედან ორი საკარანტინო სივრცეში, ბათუმში გადავიყვანეთ. ესენი არიან ბებია და შვილიშვილი. ბავშვი 5 წლისაა, ბებია_ 55-ის. ისინი ერევნიადან ჩამოვიდნენ. ასევე, ახლებიდან ერთს კონტანქტი ჰქონდა თურქეთიდან ჩამოსულ ტრაილერის მძღოლთან, რომელიც საბაჟომდე გააცილა. დანარჩენების მოგზზაურობის ისტორია კი, მოსკოვს უავშირდება. საბედნიეროდ არცერთს ვირუსის სიმპტომებეი არ აღენიშნებათ და თავს კარგად გრძნობენ. დღეს თვითიზოლაცია 9 ადამიანს მოეხსნა. საერთო ჯამში, თვოთიზოლაციაში 52, ხოლო კარანტინში_ 6 პაციენტი გვყავს“_ განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზიანაიდა გაგუამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად